weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ლაჯანურის წყალსაცავთან მეწყერი გააქტიურდა, გარესამყაროს მოწყდა 10 ოჯახი

16:44 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021
გარემოს ეროვნული სააგენტოს ფოტო გარემოს ეროვნული სააგენტოს ფოტო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. გზა დაზიანდა, ღუში მცხოვრები 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ლაილაშის თემში ცაგერის მერის წარმომადგენელმა, ზვიად თვარაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ლაილაშიდან ღუმდე გადაადგილება როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად, სახიფათოა. მისივე თქმით, ვითარების გასაცნობად ღუმდე ფეხით სოფელ ლაჯანას მხრიდან მივიდნენ. სწორედ იქიდან განიხილება ღუმდე ალტერნატიული საავტომობილო გზის გაყვანა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობს. „გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას. მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გეოლოგების ჯგუფი“, – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე ამბობს, რომ ალტერნატიული გზის გასაყვანად სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

მდინარე ლაჯანურის წყალსაცავის მარცხენა ფერდობზე მეწყრული ზონის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენში. დოკუმენტის თანახმად, საშიშროების რისკი მაღალია. მეწყერი აზიანებს ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ებრაელთა ძველი დასახლების სასაფლაოს ტერიტორიას.

 

ამ თემაზე:

ამბროლაური-ცაგერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]