weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ღამეს 2 მწყემსი გაათევს

21:36 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021
Qartli.ge-ის ფოტო Qartli.ge-ის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად კუნძული წარმოიქმნა, სადაც მწყემსები საქონელთან ერთად ჩარჩნენ. ორი ადამიანი ღამეს კარავში გაათევს.

ონლაინგამოცემა Qartli.ge-ის ინფორმაციით, მაშველებმა ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი ექვსი მწყემსიდან ოთხი გადმოიყვანეს, დანარჩენებმა კი საქონელთან დარჩენა გადაწყვიტეს.

სოფელ ქვახვრელის წარმომადგენელმა, დავით ადუაშვილმა განაცხადა, რომ კუნძულის დატბორვის საფრთხე არ არსებობს. წყლის დონეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებიან.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]