weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში შემოვიდა

07:41 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის („ფაიზერი“) ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოშია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინა თბილისის 4, ბათუმის 1 და ქუთაისის 2 კლინიკაში განაწილდება, რადგან მის შესანახად განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმია საჭირო.

დღეიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ. Pfizer-ის ვაქცინაც ორდოზიანია. შესაბამისად, 29 250 დოზა დაახლოებით 14 500 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

AstraZeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო, 15 მარტს კი სამედიცინო მუშაკების აცრა დაიწყო. 24 მარტის მონაცემებით, აცრილია მხოლოდ 4048 ადამიანი. AstraZeneca-ს დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]