weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

ფაიზერს ახასიათებს გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებენ ფილერს – გამყრელიძე

13:56 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ კითხვარს, რომელიც აცრამდე უნდა შეივსოს, დაემატა კიდევ ერთი შეკითხვა იყენებს თუ არა ასაცრელი პირი კოსმეტიკურ ფილერს. გამყრელიძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინას ახასიათებს ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, ვინც „ფილერებს“ ხშირად იყენებენ.

„ერთი კითხვა დაემატა „ფაიზრის“„ჩეკ ლისტს“. არის იქ 12 თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან.

„ფაიზერს“ კითხვარში და CDC-ის გაიდლაინში ბოლოს დაემატა კიდევ ერთი კითხვა - „ფაიზერს“ ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, „ფილერებს“ რასაც ეძახიან, როდესაც შეჰყავთ ჰიალურონი და სხვადასხვა ნივთიერებები. ეს დაემატა ჩვენთანაც კითხვარს, იმიტომ, რომ ვისაც „ფილერები“ აქვს ხშირად ნახმარი, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც მერე საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ, ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ თემაზე:

ანტისხეულების არსებობა აცრის საწინააღმდეგო ჩვენება არ არის – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]