weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„დელტას“ დირექტორად ზურაბ ჯაველიძე დაინიშნა

14:57 ორშაბათი, 29 მარტი 2021

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურ დირექტორად ზურაბ ჯაველიძე დაინიშნა.

ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტას“ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორისთანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს„ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ზურაბ ჯაველიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელთა სიაშია. მან 2012 წლის 12 სექტემბერს პარტიას 60 ათასი ლარი შეწირა.

„დელტა“ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-სამეცნიერო ცენტრია, რომლის მიზანიც ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოებაა.

„დელტას“ მიერ არის შექმნილი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]