weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულები 3 თვის ხელფასს ითხოვენ

17:21 ორშაბათი, 29 მარტი 2021
ქუთაისი პოსტის ფოტო ქუთაისი პოსტის ფოტო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულმა 40-მდე ადამიანმა აქცია გამართა და სამი თვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა მოითხოვა. უნივერსიტეტის მშენელობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

„უკვე სამი თვეა, ხელფასებს აღარ გვაძლევენ. ტყულად გვპირდებიან, გადის დრო და ხალხიც გაჩერებული ვართ. ერთი თვეა, არცერთს არ გვიმუშავია. ახლა შეგვპირდნენ ერთ კვირაში იქნებაო. აბრალებენ სხვა ფირმას, ის არ გვიხდის თანხასო, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

კომპანია „დ ტ ინჟინერინგში“ დაქირავებულთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მას კვირის ბოლომდე გაისტუმრებენ.

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების იდეის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად საჯაროდ 2012 წელს განაცხადა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩაეყარა.

„ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“, – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წელს.

უნივერსიტეტის გახსნა რამდენჯერმე გადავადდა და საბოლოოდ, 2020 წელს გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტი 153 ჰექტარზეა გაშენებული და მას ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები და სტუდენტურ საცხოვრებლები აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]