weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ რისკჯგუფებს ვაქცინაცია შეეძლებათ

13:11 სამშაბათი, 30 მარტი 2021

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. მსურველები ვაქცინის გაკეთებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ.

„მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. მიგვაჩნია, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ აცრას. დაახლოებით ვიცით იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება. მათთვის გვაქვს საჭირო, 500 დოზამდე ვაქცინა. ასევე, პენსიონერების კუთხითაც უფრო მკაფიოა ხედვა, რადგან პენსიონერები სარგებლობენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული პენსიით, საპენსიო შეღავათებით. მათთან მიმართებაში აქვს საბჭოს ხედვა, რა დოზები იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი, ვისაც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურს. აქედან, 10 000-ზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ვაქცინაცია „ფაიზერზე“ ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ამტელ ჰოსპიტალში“, ბოკერიას კლინიკასა და „კავკასიის ცენტრში“. მინისტრის განმარტებით, ამ კონკრეტულ დაწესებულებებში დაემატება ამცრელთა ჯგუფები. ასევე, გაიზრდება, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები, რის ხარზჯეც მოხდება დამატებითი მოცულობებისა და ჯავშნების განხორციელება.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში გვექნება დამატებით, 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]