weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სვანეთში ხევში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

13:16 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

სვანეთში 37 წლის ბორია ხარძიანის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები და ადგილობრივები 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცხედარი სოფლების კალასა და იფარის ტერიტორიაზე დღეს ნახეს.

ბორია ხარძიანი 6 აგვისტოს, სოფელ უშგულთან, საკუთარი ავტომობილით გზიდან ღრმა ხევში გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოტანა რამდენიმე საათში მოახერხეს, მძღოლს კი ეძებდნენ.

კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება უშბაზე დაკარგული ორი გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები. ტურისტები 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. პირველ დღეს სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი მონაწილეობდა, თუმცა ზემოდან დათვალიერების შედეგად ტურისტების კვალს ვერ მიაგნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]