weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:47 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ჩატარებული 31 947 ტესტის შედეგად ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინდელი მონაცემები 30 751 კვლევა და 673 ახალი შემთხვევა იყო.

30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.93%-ია, ბოლო 14 დღის – 1.74%, ხოლო 7 დღის – 1.61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 319, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61

იმერეთი – 58

აჭარა – 50

შიდა ქართლი – 35

კახეთი – 25

მცხეთა-მთიანეთი – 20

ქვემო ქართლი – 17

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15

გურია – 14

სამცხე-ჯავახეთი – 2

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4790 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 2855 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1674 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277;
  • 261 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 331 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის 65 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, 8165 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე (2020 წლის 26 თებერვალი) საქართველოში კორონავირუსის 281 761 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული 273 167 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3778 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]