weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პირებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება

13:47 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ახალი ჯგუფები ჩაერთვებიან.

„დიალიზის პაციენტებითვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც, რომ აცრას 55 წლის ასაკს ზევით მოქალაქეებიც შეძლებენ.

დამატებითი ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]