weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა – აქტივისტები აქციას მართავენ

22:50 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021
ფოტოზე - ვლადიმერ პოზნერი ფოტოზე - ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოზნერს ჩამოყვნენ რუსული მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები, სულ 50-მდე ადამიანი.

პოზნერის ქვეყანაში შემოშვებას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა, მით უმეტეს, 31 მარტს - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს.

ამ წუთებში აქცია იმართება სასტუმრო „ვინოტელთან“, რომლის რესტორანში პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება. პოზნერის საქართველოში შემოშვებას სტვენითა და ხმაურით აპროტესტებენ. აქციაზე ისმის მოთხოვნა, რომ პოზნერმა საქართველო დატოვოს, ასევე მოხოვნა მისი დაკავების შესახებ.

„რეფერენდუმის ჩატარების დღეს, ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მომპოვებელი ეროვნული გმირის დაბადების დღეს, საქართველოში უშვებს ოკუპანტი ქვეყნის 50 წარმომადგენელს; ჟურნალისტს, რომელიც არის რუსეთის იმპერიის იდეოლოგი, ამართლებს ოკუპაციას და ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი. ამაზე ჩვენი რეაქცია უნდა იყოს მყისიერი. მოვუწოდებ ყველას, კომენდანტის საათი ნუ შეგაშინებთ, ოპოზიციის ლიდერები მოვიდნენ და დადგნენ აქ, ყველა დადგეს აქ“, – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პოზნერის საქართველოში ყოფნის ყოველი წუთი მისთვის დისკომფორტის მომტანი იქნება.

„ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოსი, არ უნდა შემოუშვან ქვეყანაში, ვერ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს რესტორნებში.

თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებისგან მიიღებენ პასუხს. მისი დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება. მისთვის აქ ყოფნისას ყოველი წუთი იქნება დისკომფორტის და პრობლემის წუთი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

აქციის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]