weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც პოზნერი იმყოფებოდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა

23:49 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021
მთავარი არხის მიერ რესტორანში გადაღებული კადრი მთავარი არხის მიერ რესტორანში გადაღებული კადრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასტუმრო „ვინოტელი“, რომლის რესტორანშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ვახშმობდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა.

„ობიექტი დაჯარიმდა 10 ათასი ლარით. რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო „რუმსიდან“ აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებულები“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. მედიის ინფორმაციით, პოზნერს ჩამოყვნენ რუსული მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები, სულ 50-მდე ადამიანი. ისინი აეროპორტიდან ჯერ სასტუმროში მივიდნენ, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, რესტორანში გადაინაცვლეს.

ბოლო რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს „ვინოტელის“ რესტორანთან. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა. ისინი ითხოვენ, რომ პოზნერმა საქართველო დატოვოს.

 

ამ თემაზე:

პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს – შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]