weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

შსს აცხადებს, რომ პოზნერმა ქვეყანა 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა

15:17 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 hits 269

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მოსკოვში ისე დაბრუნდა, საქართველოში კარანტინის წესის დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ. საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და სოციალურ ქსელში ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, პოზნერის ჩათვლით, 32 ადამიანი დააჯარიმა.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“,
აცხადებენ შს სამინისტროში.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმროში მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა.

რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა. ისინი ითხოვდნენ, რომ პოზნერს ქვეყანა დაეტოვებინა. აქტივისტებმა რესტორანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ამის შემდეგ შრომის ინსპექციამ ობიექტის მფლობელი 10 000 ლარით დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს და ისევ სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლეს. აქცია სასტუმროსთანაც გაგრძელდა.

შინაგამ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. რაც შეეხება მასთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა. შსს-ს ცნობით, რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კიდევ 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები თბილისიდან დილით, ჩარტერული რეისით გაფრინდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]