weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევიდან 281 თბილისშია, 78 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

11:11 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 24 646 კვლევის შედეგად, კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 326 ინფიცირებული და გარდაიცავალა – 13.

1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.15%-ია, ბოლო 14 დღის – 1.80%, ხოლო 7 დღის – 1.73 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 281, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 78

აჭარა – 45

იმერეთი – 34

შიდა ქართლი – 30

გურია – 23

ქვემო ქართლი – 21

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

მცხეთა-მთიანეთი – 5

სამცხე-ჯავახეთი – 3

კახეთი – 2

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5035 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 3047 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 1756 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287;
  • 232 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

338 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 67 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, 8710 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 282 789 შემთახვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. აქედან, 273 930 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 3798 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]