weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველო ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ მიიღებს

14:37 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ხვალ, 3 აპრილს საქართველში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ ვაქცინა შეიძინა იმ დაშვებით, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს.

„ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. გლობალურად ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს „სინოფარმი“, შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაახლოებით ორ კვირაში, ანუ მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.  

უნგრეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. მანამდე, იანვარში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან ვაქცინის 5 მილიონი დოზა შეიძინეს. „სინოფარმის“ გარდა, უნგრეთში „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინები, ასევე, რუსული „სპუტნიკი V“-ის გამოიყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]