weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სატყეო სააგენტოს უფროსმა ერთ წელში 13 პრემია და დანამატი აიღო

18:06 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ 2016 წელს პრემია და დანამატი 13-ჯერ მიიღო. მისი ხელფასი თვეში 2 800 ლარია, ანუ წელიწადში 33 600 ლარი, თუმცა თორნიკე გვაზავას წლიურმა ანაზღაურებამ რეალურად 69 160 ლარი შეადგინა.

თორნიკე გვაზავა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად 2015 წელს დაინიშნა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2009-2011 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ გენერალური დირექტორი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ხელფასი თვეში 2 800 ლარით არის განსაზღვრული, რაც წელიწადში 33 600 ლარია. 

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე გვაზავას წლიური ანაზღაურება აღნიშნულ თანამდებობაზე 69 160 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან, ხელფასთან ერთად, 13-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია, აქედან 12-ჯერ - ხელფასის სრული ოდენობით.    

სატყეო სააგენტო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მინისტრის პრეროგატივაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]