weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ოზურგეთში ავტოავარიის შედეგად დედა დაიღუპა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა

13:14 ორშაბათი, 05 აპრილი 2021 hits 232

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლი - ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ავტომობილში მყოფი ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.

როგორც „რეგინფოს“ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა, 10 და 12 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]