weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

ქუთაისის მერიიდან პოლიციამ ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანა და დააკავა

17:04 ორშაბათი, 05 აპრილი 2021 hits 103

„ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერის კაბინეტში შიმშილობის გამოცხადებას აპირებდა, სამართალდამცველებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვას აპროტესტებდა. მისი თქმით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მედიის წარმომადგენლებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მერიაში განვითარებული პროცესები გააშუქონ, ჩაწერონ რესპონდენტები და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, დღესაც, მერიაში შესვლის მცდელობისას დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მერის კაბინეტში შიმშილობის დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჩივაძე იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას და მისგან განმარტებას ითხოვდა.

„მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მომაყენა, შემაფერხა, მათრია, წამაქცია და დაზიანება მომაყენა, მოვიდეს მერი და აგვიხსნას რატომ გვეკრძალება მე და ჩემს კოლეგებს გადაადგილება ადმინისტრაციულ შენობაში“, – აცხადებდა ბუბა ჩივაძე, ვიდრე პოლიცია დააკავებდა.

„მთავარი არხის“ კორესპონდენტის თქმით, დაკავების დროს ბუბა ჩივაძე შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ბუბა ჩივაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, მედიის წარმომადგენლების უფლებაა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და არ დაბრკოლდნენ სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების, ნებისმიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]