weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჯანდაცვის სამინისტრო ტყის ხანძრების დროს მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

18:33 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, რის გამოც გარეთ ყოფნის დროს ბავშვებსა და მოზრდილებს პირბადეების გამოყენებას ურჩევს.

„რეკომენდირებულია, რომ ბავშვები და ის მოზრდილები, ვისაც ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადებები აქვთ, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლებში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მარტივი პირბადე“, - აღნიშნა სერგეენკომ.

მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრის შემთხვევაში შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;
  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში. შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
  • უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა; რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი.

რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული, კერძოდ, ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ორსულებისთვის. ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის.

სოფელ დაბასთან ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რასაც ხელს ძლიერი ქარი უშლის. სამუშაოებში საქართველოს და აზერბაიჯანის sამი ვერტმფრენია ჩართული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]