weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:51 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 196 და გარდაიცვალა 10 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.65%-ია, ბოლო 14 დღის - 1.94%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2.32%.

გუშინ, 5 აპრილს, 9211 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა დღეების მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • 4 აპრილი – 464 ახალი შემთხვევა (15 649 ტესტი)
  • 3 აპრილი – 580 ახალი შემთხვევა (29 729 ტესტი)
  • 2 აპრილი – 529 ახალი შემთხვევა (24 646 ტესტი)
  • 1 აპრილი – 499 ახალი შემთხვევა (28 712 ტესტი)
  • 31 მარტი – 616 ახალი შემთხვევა (31 947 ტესტი)
  • 30 მარტი – 673 ახალი შემთხვევა (30 751 ტესტი)
  • 29 მარტი – 171 ახალი შემთხვევა (14 298 ტესტი)
  • 28 მარტი – 365 ახალი შემთხვევა (25 934 ტესტი)

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 275 220 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3832 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]