weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყაზბეგში გამგებლობის ყოფილ კანდიდატს მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცა

20:21 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

საქართველოს მთავრობამ სოფელ არშაში მდებარე 2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა გუგუა მარსაგიშვილს, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი იყო. მარსაგიშვილი კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა.

მთავრობის 2017 წლის 25 მაისისა და 12 ივლისის განკარგულებებით, ყაზბეგში, სოფელ არშაში მდებარე 2 150 კვ.მ  და 2 140 კვ.მ ფართობის ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარის გადახდის საფასურად შპს „ყაზბეგურს“ და შპს „ნედლ რძეს“ გადაეცა. 

აღნიშნულმა საწარმოებმა, რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს აშენებისა და პირუტყვის სასაკლაოს მოწყობის მიზნით, საერთო ჯამში 710 800 ლარის ინვესტიცია 2 წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ. 

შპს „ყაზბეგურის“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელი გუგუა მარსაგიშვილია, შპს „ნედლ რძეში“ კი იგი კაპიტალის 50 %-ს ფლობს. დანარჩენი 50 % წილის მფლობელია გუგუა მარსაგიშვილის მეუღლე ნათია გელანტია, რომელსაც იმავე საწარმოში დირექტორის პოზიციაც უკავია.  

გუგუა მარსაგიშვილმა 2014 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 15,02 % მიიღო. მისი მეუღლე ნათია გელანტია ყაზბეგის №29 საოლქო საარჩევნო კომისიაში იმავე პარტიის წარმომადგენელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]