weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, ვიფიქრებთ შეზღუდვების გამკაცრებაზე – გაბუნია

13:46 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მობილობის შეზღუდვის აუცილებლობა არ დგას.

როგორც მინისტრის მოაგილემ აღნიშნა, შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება.

„თუ სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა ისევ დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომელიც აქამდე იყო გამოყენებლი. 2%-ია ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.94%-ია, ანუ უახლობდება 2%-ს. რა თქმა უნდა , 5%-ს ვერ დაველოდებით, იმიტომ რომ 5% საგანგაშო მაჩვენებელია. ამდენად, 2%-ს როცა გადასცდება, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს გეგმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესების თაობაზე. გაბუნიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გადამწვეტი იქნება შემდეგი კვირა.

„აღდგომის დღესასწაულამდე რჩება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ტენდენციები. მეტ კონკრეტიკას შემოგთავაზებ ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 6 აპრილს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით 5580 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 1892 საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]