weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება - ჯეჯელავა ყირიმში მოსწავლეების გაგზავნაზე

20:30 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ბანაკ არტეკშიქართველი მოსწავლეების გაგზავნას გამოეხმაურა. მინისტრმა ამ ფაქტს წინდაუხედავი გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება.

„ეს არის სკოლის, მასწავლებლების და ადმინისტრაციის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავისი შვილები გაეგზავნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის 146–ე სკოლის ექვსი მოსწავლე და რუსულის მასწავლებელი, ანექსირებულ ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. სამინისტრომ სკოლების ადმინიატრაციას და მასწავლებლებს მოუწოდა, მომავალში მეტი ინფორმაცია მიიღონ და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]