weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალი ამოქმედდება

15:06 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამოქმედდება ვებპორტალი, რომლის საშუალებითან მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება და წინასწარ დარეგისტრირება შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ ვებპორტალზე მოქალაქეებს, ჯგუფის განურჩევლად, საშუალება ექნებათ, აირჩიონ ის ვაქცინები, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება.

„ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა გადავწყვიტოთ, შემდეგ რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სარეგისტრაციო პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე საქართველოში ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – „ასტრაზენეკა“,„ფაიზერი“ და „სინოფარმი“, თუმცა აცრა მხოლოდ პირველი ორი ვაქცინით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]