weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

ილია მეორე - ბორჯომში სასულიერო პირებს გავგზავნით და პარაკლისს აღავლენენ

22:36 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 hits 1280

ბორჯომის ხეობაში, სადაც 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, ხვალ სასულიერო პირები ჩავლენ და პარაკლისს აღავლენენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ხანძართან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.

"წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, იმედი მაქვს ჩაქრება ეს ხანძრები. ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ გვინდა, სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში გავაგზავნოთ და იქ, ადგილზე შეასრულონ პარაკლისი და ლოცვები", - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე, ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა. დაახლოებით 24 საათის შემდეგ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კვლავ გავრცელდა.

22 აგვისტოს, დილით, სოფელ დაბასთან 12 ჰექტარი ტერიტორია იყო დამწვარი. დღის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და აზერბაიჯანის ერთი ვერტმფრენი ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ასეული მეხანძრე. დაახლოებით 18:30 საათზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთიდან გამოგზავნილი ორი ვერტმფრენიც ჩაერთო. დღეს ვერტმფრენი გამოაგზავნა ბელარუსის ხელისუფლებამაც.

ვერტმფრენებით ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები 23 აგვისტოს, 06:00 საათიდან განახლდება. საგანგებო შტაბის განცხადებით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]