weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

15 აპრილიდან პენსიის წინასწარ აღების სერვისი უქმდება

14:40 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 hits 463
ლიბერთი ბანკის ფოტო ლიბერთი ბანკის ფოტო

მოქალაქეები სახელმწიფო პენსიის წინასწარ აღებას 15 აპრილის შემდეგ ვეღარ შეძლებენ. როგორც რეგინფოს“ სს „ლიბერთი ბანკში განუცხადეს, პროდუქტი „პენსია ჩარიცხვამდე“ უქმდება.

მარტის ბოლოდან ეს სერვისი ბანკომატებზე აღარ არის ხელმისაწვდომი, 15 აპრილიდან კი ბანკის ფილიალებშიც გაუქმდება.

„პენსია ჩარიცხვამდე“ სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს (გარდა დევნილთა და სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომელთა ყოველთვიური პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრება 45 ლარიდან 300 ლარამდე მოცულობით. სერვისის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ პენსიის ჩარიცხვამდე, ყოველი თვის 1-დან 13 რიცხვის ჩათვლით.

მოქალაქეებს პენსიის წინასწარ აღება შეეძლოთ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში/სერვის ცენტრებში, ბანკის მოძრავი მომსახურების ერთეულებში და ბანკომატებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]