weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს - რუის-ურბნისის ეპარქიის სკანდალი

20:49 შაბათი, 10 აპრილი 2021
ფოტოკადრი მთავარი არხის რეპორტაჟიდან ფოტოკადრი მთავარი არხის რეპორტაჟიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ზამბახიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.

შალვა ზამბახიძის შესახებ რეპორტაჟი დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა. რეპორტაჟის მიხედვით, შალვა ზამბახიძემ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველთან, მეუფე იობთან დაპირისპირებული ბერი იონა გამოგონილი ბრალდებით, იარაღის უკანონო-შენახვისთვის დააკავა.

სიუჟეტის თანახმად, ბერს შეიარაღებული სულიერი ძმები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, იმის გამო, რომ ის „სამღვდელოების მანკიერ მხარეებს“ დაუპირისპირდა და მეუფე იობის მიერ ფსიქოტროპული აფთიაქების მფარველობაზე საუბრობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ბერის დაკავების გადაწყვეტილება მეუფე იობმა მიიღო, რის შემდეგაც მას პოლიციის მაღალჩინოსანმა დაურეკა და შესთავაზა, სამი ვითომ ჩადენილი დანაშაულიდან ერთი აერჩია. რეპორტაჟის ავტორი ამბობს, რომ თუ ბერი ამ სცენარს არ დათანხმდებოდა, დაემუქრნენ, რომ ან მოკლავდნენ, ან მძიმე ბრალდებით დააკავებდნენ.

„მთავარი არხის“ ცნობით, ბერი იონას სამართალდამცველებთან შეთანხმებით მეორედ დააკავეს, პირველი შემთხვევა კი სამი წლის წინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შალვა ზამბახიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]