weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახლა ბრძოლის ხაზი გადის გუმათში, აუცილებლად ჩავატარებთ აქციას დედაქალაქში – გოლეთიანი

00:53 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს ხვალიდან სოფელ გუმათში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა ბრძოლის ხაზი სწორედ იქ გადის.

„ამ მოწოდებას აქვე ვამატებთ იმასაც, რომ ეს პროცესი მშვიდობიანი უნდა იყოს, რათა არ დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესი, ანუ თითოეული ჩვენთაგანის ინტერესი რაღაც შეტაკებებითა და შეხლა-შემოხლით. ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ ჩვენი ყოველი შეკრება უნდა იყოს გამსჭვალული ამ სულისკვეთებით, რომ მშვიდობით დავდგეთ, მაგრამ მეორე კომპონენტი აქვს ამ ყველაფერს - უნდა ვიყოთ ბევრი. თუ ბევრი არ ვიქნებით, 2-3 კაცი რაც არ უნდა მშვიდობით დადგეს სადმე, ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას. უნდა ვიყოთ ბევრი, აქ ჩვენ ხელებაწეული ვიქნებით და გადაგვიარონ თუ გადაგვივლიან. ეს კიდევ და კიდევ მეტ ადამიანს შესძენს ამ პროტესტს“, – განაცხადა გოლეთიანმა Facebook-Live-ის დროს.

გრძელვადიან გეგმას რაც შეეხება, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აუცილებლად ჩატარდება აქცია თბილისშიც.

„ის აქცია ყველასთვის იქნება გაცილებით მძიმე, ვიდრე აქაური პროცესია. ამიტომ ვერიდებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით, არ გვინდა, რომ ჩიხში შევიდეს, ხელისუფლებისთვისაც რთული იყოს იმ უმართავი პროცესის მართვა, არ გვინდა, რომ ამ პროცესებმა ვიღაცების წისქვილზე დაასხას წყალი.

შესაბამისად, მათ ღიად მოვუწოდებთ, ეყოთ გონიერება, ადეკვატურად აღიქვან პროცესები, შეხედონ იმას, რომ ამ პირობებში ვდგავართ, ვლპებით, ამოწყდა ხალხი, 168-დღეა რიონის ნაპირზე არიან, დაავადდნენ ისეთი რთული კლიმატური პირობებია. ხომ იციან, რომ გულწრფელია ეს ყველაფერი, სწორია და სამართლიანია. ამიტომ, რაც სწორია, გულწრფელია და სამართლიანია, ვერ ჩაახშობს ვერავითარი ძალა.

თუ ამას დროულად გააცნობიერებენ, ყველასთვის კარგი იქნება, თუ ვერა - ავიტანთ, მოგვხვდება და კიდევ უფრო გავმრავლდებით. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობით იქნება. ხვალ დილიდან მაქსიმალურად ბევრს გელოდებით აქ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს პოლიციამ ნამოხვანში არ შეუშვა, სოფელ გუმათში რჩებიან. მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი და ითხოვენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება მიეცეთ სოფელ ნამოხვანში, სადაც დღემდე, ვიდრე პოლიცია დაარბევდა, კარვები ჰქონდათ გაშლილი. თავის მხრივ, აქტივისტებისთვის გზა აქვთ გადაკეტილი პოლიციელებს.

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, „აქციის მონაწილეებს დაუყოვნებლივ მიეცეთ მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“.

 

ამ თემაზე:

ვითხოვთ დაგვიშვან ნამოხვანში, სადაც მშვიდობიანად გავაგრძელებთ პროტესტს – აქტივისტი

რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]