weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მამუკა ხაზარაძე - თიბისი და „ბორჯომი“ დამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ

11:10 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის 10 ჰექტარ თიბისი ჯგუფი და კომპანია ბორჯომი“ სრულად აღადგენენ.

„ბორჯომში უნიკალური ტყე იწვის. თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას. გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამ ინიციატივას კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ შეუერთდა.

20 აგვისტოს, ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ჩამქრალი. წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარია დამწვარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]