weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ნამოხვანში, პროტესტის ადგილი, საიდანაც კარვები აიღეს, ტრაქტორით გადახნეს

12:42 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

სოფელ ნამოხვანში ის ადგილი გადახნეს, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს და აიღეს. მიწის ნაკვეთი პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს ლალი ეფრემიძეს ეკუთვნის.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ნუგზარ გოდოლაძემ გაავრცელა.  

„ისე არის გადახნული, რომ აქ ვერავინ დადგება. ამოვედით იმისთვის, რომ წაგვეღო, მიგველაგებინა ის, რაც გუშინ კარვებისგან დარჩა და ეს სურათი დაგვხვდა. ასე იმიტომ იქცევიან, რომ აქ ვინმე არ დადგეს და ფეხი არ მოიკიდოს“, – ამბობს ნუგზარ გოდოლაძე.

გუშინ, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა დაშალეს კარვები, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ათევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხე დაასახელა, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მდინარე კარვებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ შსს-მ მდინარის შესაძლო ადიდება ნამოხვანიდან მათი გამოძევების საბაბად გამოიყენა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ღამე სოფელ გუმათში გაათიეს და ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან. მათი მოთხოვნაა, რომ სოფელ ნამოხვანში შესვლის და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]