weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რიონის მცველები თურნავასთან დიალოგზე უარს ამბობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

10:58 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ხელმძღვანელის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეები არ აპირებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათელა თურნავას შეხვდნენ. გოლეთიანის თქმით, საკითხის განხილვაში გადაწვეტილებების მიმღები პირი უნდა ჩაერთოს და ამ შემთხვევაში ეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია.

„ნათია თურნავამ იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ჩვენს აქციაზე, ქუთაისში, მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა და მისი გადადგომა, რადგან მან, თავისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას. შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან არ გვრჩება.

შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, არის, ალბათ, ბატონი პრემიერი. ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან.

თურნავას იმ მოტივითაც ვერ შევხვდებით, რომ მისი გადადგომა მოვითხოვეთ. ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა, რომ კონკრეტული რაღაცების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის ბატონი პრემიერი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

აქტივისტები ასევე უარს ამბობენ ნამახვანჰესის პროექტის დირექტორთან, მერაბ ლომინაძესთან შეხვედრაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ის მათი შეკითხვების ადრესატი არ არის.

„ჩვენ კითხვები გვაქვს გადაწყვეტილებების მიმღებებთან და არა კომპანიის დირექტორთან. ამას მუდმივად ვამბოდბით, ამ პროექტის პირველ და მეორე დირექტორებთან მიმართებაშიც. ყოველთვის მივმართავდით სამინისტროს, როგორც ოფიციალურ უწყებას და პასუხისმგებელ პირს. როდესაც მოვიდა მინისტრი და უნდა გვესაუბრა, ისინი გაიპარნენ ამ შეხვედრიდან და შემდეგ არც კი ახსნეს რატომ გააკეთეს ეს.

ჩვენი პროტესტის საგანია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხები, არამედ მიწის საკითხი, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ხელშეკრულების საკითხი. ბატონო მერაბ, კომპეტენციურად თქვენ არ გეხებათ არც მიწის და არც ხელშეკრულების საკითხი. ამ საკითხებს საერთოდ არ იცნობთ. გარემოსდაცვით საკითხებზე თუ გინდათ, ვისაუბროთ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის აუცილებლობას, „თუ ეს არ არის მცდელობა, რომ საკითხის პოლიტიზირება მოხდეს“.

გუშინ, რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, თურნავამ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს, რათა იმსჯელონ, რა კითხვები დარჩათ მას შემდეგ, რაც „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა“. ამასთან, თურნავამ თქვა, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ულტიმატუმები. „თუ მარტო ულტიმატუმი გაისმის, რომ როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ამ თემაზე:

რიონის მცველები თურნავასთან დიალოგზე უარს ამბობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]