weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იანვრის შემდეგ 1000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, შესაძლოა ეს „ორშაბათის სინდრომია“ – გამყრელიძე

15:27 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იანვრის შემდეგ, ერთ დღის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის ათასზე მეტი შემთხვევა დღეს პირველად დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საგანგაშოა.

„დღეს პირველი ნახტომი გვაქვს – იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში. შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია... ამას ჩვენ, ზოგადად, „ორშაბათის სინდრომს“ ვეძახით, რადგან შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობების, დილას დაგროვილი ორშაბათის 24 საათის რეპორტინგი ხდება ხოლმე სამშაბათს. ეს მაინც ძალიან საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვით – საგანგაშოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინ 37 524 ტესტი ჩატარდა, რაც ტესტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა.

„1374 ახალი შემთხვევაა. დადებითობის მაჩვენებელი ერთი დღის, ანუ გუშინდელი რიცხვის, ავიდა 3.66%-ზე. 4% გარკვეული ზღვარი გვაქვს და როცა 4%-ის ქვემოთ ცილდება და ეს დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, ერთი-ორი კვირა, მაშინ ვსაუბრობთ ხოლმე გარკვეულ შემსუბუქებებზე რეგიონებში, ან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3858 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]