weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლიციამ რიონის ხეობაში რკინის კედელი აღმართა

10:29 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რიონის ხეობაში, გუმათში მოწყობილ საპოლიციო ბლოკპოსტთან გვიან ღამით რკინის კედელი აღმართეს და ასე გზა ჩაუკეტეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, რომელთაც 3 აპრილიდან ისედაც არ უშვებდნენ რიონის ხეობაში.

„სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც ვამბობდით, რომ ხეობა არის გადაცემული და არის უცხოელი ინვესტორების კერძო საკუთრება. ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს, არ გვეძლევა საკუთარ სახლში შესვლის უფლება, იმიტომ რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს.

ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამ ადგილზე ვრჩებით, რადგან აქ გადის ბრძოლის ხაზი, თუმცა ველოდებით მოვლენების განვითარებას, რა ნაბიჯები გადმოიდგმება რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და, რა თქმა უნდა, ალბათ ჩვენი აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

სოფელ გუმათში პოლიციაა მობილიზებული. წუხელ, ინვესტორი კომოპანია „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან მათ 6 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ კომპანიის ავტომანქანებისთვის გზა გადაეკეტათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]