weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:21 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 35 863 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირების 1374 შემთხვევა დადასტურდა.

13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.03%-ია, ბოლო 14 დღის – 2.56%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 664, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 120

აჭარა – 96

იმერეთი – 52

ქვემო ქართლი – 40

შიდა ქართლი – 31

გურია – 24

კახეთი – 24

მცხეთა-მთიანეთი – 22

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

სამცხე-ჯავახეთი – 5

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8604 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 5720 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2546 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360;
  • 338 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

426 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3901 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]