weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გალიდან გადმოსული მოქალაქეები 5-დღიან კარანტინს აღარ გაივლიან

14:37 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად კოვიდ-ტესტირებას გაივლიან და ისე შემოვლენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიოტრიაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ისინი ნებაყოფლობით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ის მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის ორი დოზით იქნებიან აცრილები, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ნაწილში გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში ფარულად გადმოსვლისას, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის დახრჩობა. ისინი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

სავალდებულო კარანტინი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასობით ადამიანი, საკვების, მედიკამენტების შესაძენად თუ პენსიის ასაღებად, შემოვლითი, სიცოცხლისთვის სახიფათო გზებით გადმოსვლას ცდილობდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა ენგურის ხიდზე მოწყობილი ე.წ. გამშვები პუნქტი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელიც. მას შემდეგ ენგურის ხიდი რამდენჯერმე გაიხსნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებნი, რომლებიც პანდემიის დროს მდინარის მეორე მხარეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცათ. ისინი ვალდებულები იყვნენ, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაევლოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]