weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

12:19 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინის კარი ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ფანჯარაც. შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა.

პარტიის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბოლო სამ თვეში მათ ოფისს თავს მესამედ დაესხნენ.

„თუ ადრე წელიწადში ორჯერ, სამჯერ ახორციელებდნენ ჩვენ ოფისებზე თავდასხმას, ახლა უბრალოდ ტემპმა მოიმატა და სამ თვეში მე-3 თავდასხმაა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]