weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კურიერებმა რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს

14:50 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021
ფოტო © მწვანეები • Mtsvaneebi / Facebook ფოტო © მწვანეები • Mtsvaneebi / Facebook

მიტანის სერვისების - „გლოვოს“, „ბოლტისა“, „ვოლტის“ კურიერები რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის ნიშნაად, თბილისში, ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ბანერი წარწერით „საქართველოს მიწა არ იყიდება“, საპროტესტო წარწერები აქვს გაკეთებული ჩანთებზეც.

კურიერები ფილარომონიდან პარლამენტის მიმართულოებით დაიძვრებიან და ასე გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა და მხარდაჭერას.

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას თითქმის ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ეწინააღმდეგება. პარალელურად, მათ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ერთი წელია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ იძულებით შეჩერებული სამუშაოები 3 აპრილს, პროტესტის ფონზე, პოლიციის დახმარებით განაახლა. 11 აპრილს, პოლიციამ ნამოხვანში გაშლილი კარვები აიღო, აქტივისტები კი გამოაძევა. მას შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში დგანან, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი და ნამოხვანისკენ გზას რკინის კედლით ბლოკავს. მოქალქეები ითხოვენ სოფელ ნამოხვანში შესვლის და იქ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების უფლებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]