weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აქციის ორგანიზატორები შესაძლო დაპირისპირებას ემიჯნებიან და პოლიციას აფრთხილებენ

16:11 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში მიმდინარე აქციაზე შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კონფლიქტი შესაძლოა მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც აქციაზე მიდიან.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები კატეგორიულად ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას და დაპირისპირების შემთხვევაში, მშვიდობიანი მონაწილეები სხვა ადგილზე გადაინაცვლებენ – დატოვებენ იმ ხალხს, ვინც გუმათში „საჩხუბრად არის ჩასული“.

„რადგან ვხედავთ, რომ სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, ცოტა ხნის წინ მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად მათი, ხელისფლების ინტერესია. თუ, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდბიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, პოლიცია არ აპირებს სიტუაციის გაკონტროლებას: „შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათაც წინასწარ აქვთ შესაძლო დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ თვითონვე შორს დაიჭერეს თავი. ჩვენ გავემიჯნებით მთელ ამ პროცესს და დარჩებიან პირისპირ იმ ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად, რომლებსაც თვითონ არ გააკონტროლებენ“.

დღეს სოფელ გუმათში ულტრანაციონალისტური გაერთიანება „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ. აქციაზე მიდის ბლოგერი დომენიკ მანგოც, რომელიც „ქართული მარშს“ აკრიტიკებს ხოლმე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]