weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი იპოვეს

14:18 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ დღეს დილით ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი იპოვეს. სინჯიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ტყეში ორი ცალი ბიდონი მანამდე სხვა ადამიანმაც იპოვა. 

აკა სინჯიკაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება. სოფელ დაბასთან 20 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]