weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა – სუბარი ნამახვანჰესზე

12:32 პარასკევი, 16 აპრილი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის ნაკლებობა იყო.

„ზოგჯერ, როცა მართლა ფიქრობ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, ამაზე იყო ერთი შეხვედრა, ორი, ხუთი და რაღა საჭიროა მეტი, ხომ ყველასთვის ისედაც ნათელია, მაგრამ ეს არ არის სწორი, მართალი მიდგომა, რადგან ჩვენ დიალოგი უნდა გვქონდეს იმდენ გზის, იმდენჯერ უნდა განვიხილოთ, რამდენიც ეს საჭიროა და მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართლა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა.

პრობლემა იყო ის, რომ, ვთქვათ, ხელშეკრულების ბევრი პუნქტი არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, პირადად ჩემთვისაც და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დიალოგს ხელს უშლიდა“, – განაცხადა სუბარმა ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, აბსოლუტურად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით სახელმიწიფოს კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული.

„პირიქით, მგონია, რომ ეს არის ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულება. ხელისუფლებაში, პირადად მეც ამ პოზიციაზე ვარ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ქვეყნისთვის ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში, ისევე როგორც მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს. დიალოგის დროს ასეთ კატეგორიებს გამოვრიცხავთ. „არ უნდა აშენდეს“ ან „აუცილებლად უნდა აშენდეს“ – ამით დიალოგს არ ვიწყებთ.

მისაღები ვარიანტი ჩემთვის არის, რომ უნდა აშენდეს, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას. მათთვის არის, რომ არ უნდა აშენდეს, მაგრამ დიალოგით ამით დაწყება შეუძლებელია, ამიტომ ვამბობთ, რომ დიალოგის დროს ვჯდებით, ყველა კითხვა რაც არსებობს პუნქტ-პუნქტად ჩავივლით, პუნქტ-პუნქტად გავცემთ პასუხს და შესაბამისად ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში ან ჩვენ დავრწმუნდებით საპირისპიროში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრაზე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც თითქმის ექვსი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას, ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად სამი პირობა წაუყენეს, ესენია: ხეობიდან პოლიციის გამოყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

სოზარ სუბარმაც თქვა, რომ ამ მოთხოვნების განხილვისთვის და პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]