weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჩინური ვაქცინით „სინოფარმი“ აცრაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება

15:17 პარასკევი, 16 აპრილი 2021

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრს მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება თვის ბოლოსთვის იგეგმება.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლოდმე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და რა თქმა უნდა, კარგია, თუ ავტორიზაცია დროულად დასრულდება.

თუმცა, დღეს „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს. ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობთ, რომ დღევადელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წელს ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, „სინოფარმითან“ დაკავშირებით რეკომენდაციები არ მოიცავს ასაკთან მიმართებაში რაიმე შეზღუდვას. თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამ ვაქცინის გამოყენებას მიენიჭოს უპირატესობა.

ჯანდაცვის სამინიტრო აპირებს, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]