weather cur horoscope tv
მაისი 08, 2021

საქართველოში COVID-19–ის 1219 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:13 შაბათი, 17 აპრილი 2021 hits 91

ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 046 ტესტის შედეგად, საქართველოსი კორონავირუსის 1219 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 301 ინფიცირებული და გარდაიცვალა 9.

16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.58%-ია, ბოლო 14 დღის – 2.91%, ხოლო ბოლო 7 დღის – 3.26%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1219 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 676, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 126

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 123

იმერეთი – 61

შიდა ქართლი – 55

ქვემო ქართლი – 51

გურია – 46

კახეთი – 39

მცხეთა-მთიანეთი – 29

სამცხე-ჯავახეთი – 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 457 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7182 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2848 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. აქედან, მძიმე პაციენტია 494 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 პაციენტი იმყოფება;
  • 427 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 294 540 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 280 132 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3925 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]