weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 14 პაციენტი

14:00 კვირა, 18 აპრილი 2021

24 საათში ჩატარებული 18 822 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავიუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 2.98%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%-ია.

ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარაში – 75, იმერეთში – 57, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – 4.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 ადამიანი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 478 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7057 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 2982 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 405, იმერეთში – 371.
  • 439 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე 512 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 89 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 295 358 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 280 915 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3939 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]