weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 321 თბილისშია

11:34 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 9750 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, ვირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი – 321 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 80 შემთხვევაა, აჭარაში – 57, იმერეთში – 35, კახეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, გურიაში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 9, შიდა ქართლში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა და დაფიქსირდა გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 387 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 6776 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3174 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377.
  • 437 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, 563 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა, მათგან 89 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 295 936 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 281 574 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3949 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]