weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორის მუნიციპალიტეტში 49 წლის მამაკაცი მოკლეს

12:06 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 49 წლის ვალერიან ნაცვლიშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, პაატა კოკაურმა დაუდასტურდა.

მამაკაცს სავარაუდოდ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული.

მოკლულის ოჯახის წევრები მომხდარს შურისძიებას უკავშირებენ და სავარაუდო დამნაშავედ მეზობელს ასახელებენ, რომელმაც, მათი ინფორმაციით, ამნესტიის შედეგად ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია, პოლიციამ უკვე დააკავა თუ არა სავარაუდო დამნაშავე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]