weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

COVID-19–ზე ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

17:37 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა, ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა.

ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

„მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინიტროში.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის მისამართია: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome. რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]