weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში კვლავ ხანძარია

18:40 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. დუშეთის გამგებლის ვაჟა ჩოხელის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ, 22 აგვისტოს მოახერხეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ხელახლა გაჩნდა. ამ დროისთვის დამწვარია ორ ჰექტრამდე ტერიტორია.

„ორი დღეა ამ ადგილზე ხანძარს ვებრძვით. გუშინ, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ხანძარი სრულად იყო ლოკალიზებული, თუმცა დღის განმავლობაში ცეცხლი ისევ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ის, რომ ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. სამუშაოებში ჩართული ადამიანები ცეცხლს ხელით და სპეციალური აღჭურვილობით უმკლავდებიან“, - უთხრა „რეგინფოს“ ვაჟა ჩოხელმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 40-მდე მეხანძრე და სატყეო სამსახურის თანამშრომელი მუშაობს. გამგებლის თქმით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]