weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კოვიდის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო კვირის დადებითობის მაჩვენებელი 4.16%-ია

11:18 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1792 ახალი შემთხვევა იყო. 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.33%-ია, ბოლო 14 დღის - 3.38%, ხოლო ბოლო 7 დღის - 4.16%.

1310 ახალი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით 24 საათში ჩატარებული 30 241 ტესტის შედეგად დადასტურდა. ახალი შემთხვევი თბილისსა და რეგიონებში ასე ნაწილდება:

თბილისი – 798 შემთხვევა

სამეგრელო-ზემო სვანეთი –113

აჭარა – 85

კახეთი – 85

იმერეთი – 72

ქვემო ქართლი – 61

შიდა ქართლი – 39

გურია – 27

მცხეთა-მთიანეთი – 18

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 12 172 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 8234 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3363 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 591 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 98 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 575 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 299 038 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 869 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3971 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]