weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სვანეთში უნგრელი ტურისტი დაიღუპა

21:11 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017
ჭალაადის მყინვარი ჭალაადის მყინვარი

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად უნგრეთის მოქალაქე დაიღუპა. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჯოლიანის ცნობით, ტურისტი ჭალაადის მყინვართან კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევის დროს ტურისტი სამ ადამიანთან ერთად იყო. შემთხვევის შედეგად ისინი უვნებლად გადარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში ამ დრომდე ეძებენ უშბაზე გაუჩინარებულ ორ გერმანელ ტურისტს. ისინი 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. პირველ დღეს სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი მონაწილეობდა, თუმცა ზემოდან დათვალიერების შედეგად ტურისტების კვალს ვერ მიაგნეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]