weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქუთაისში, საავადმყოფოს მე-5 სართულიდან პაციენტი გადახტა და დაიღუპა

13:32 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 64 წლის მამაკაცი დაწესებულების მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადახტა. ორ საათში ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ კოვიდ-იფიცირებული მამა და შვილი კლინიკაში, ერთ პალატაში ხუთი დღის წინ მოათავსეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 64 წლის მამაკაცთან ერთად არავინ იყო. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პაციენტი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რა თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]